🌏 საერთაშორისო სიახლეები “მედსკრიპტუმისგან”
🔹კალიფორნიის სასამართლომ ტექნოლოგიური გიგანტები, Meta და YouTube, დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა ქალის ფსიქიკური ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.
🔹ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური მედიის კომპანიებს მსგავსი ბრალდებით პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
🔹ახალი გლობალური ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე ჰაერის ხარისხი საგანგაშოდ უარესდება.
🔹მეცნიერების განმარტებით, მდგომარეობის გაუარესების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება და წიაღისეული საწვავის მოხმარებაა.

