back to top

კვლევა: ამერიკელი ზრდასრულების ნახევარზე მეტმა არ იცის, რომ ალკოჰოლი გავლენას ახდენს კიბოს განვითარებაზე

გააზიარე

კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Oncology-ში, აჩვენა, რომ ამერიკელი ზრდასრულების ნახევარზე მეტმა (52.9%) არ იცის, რომ ალკოჰოლი გავლენას ახდენს კიბოს განვითარებაზე. ზრდასრულთა 37.1% ხვდება, რომ კიბოს რისკსა და ალკოჰოლის დალევას შორის კორელაციაა, ხოლო 1% მიიჩნევს, რომ ალკოჰოლის დალევა კიბოს რისკს ამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მოხმარებასა და კიბოს განვითარების რისკის ზრდას შორის აშკარა კავშირი არსებობს, ამის შესახებ საზოგადოების ცნობიერება აშშ-ში დაბალია. 

ასევე აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო დროს სისტემატურად მოიხმარეს ალკოჰოლი და სჯერათ, რომ კიბოს თავიდან აცილება შეუძლებელია, უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლის დალევა არ ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ალკოჰოლი კლასიფიცირებულია, როგორც ჯგუფი 1 კანცეროგენი, იმავე კატეგორიაში, სადაც თამბაქო, აზბესტი და რადიაციაა. ალკოჰოლის მიღება მინიმუმ შვიდი სახის კიბოსთან არის დაკავშირებული. კიბოს ყველა ახალი დიაგნოზის და სიკვდილის დაახლოებით 5.5% და 5.8% ალკოჰოლის დალევას მიეწერება.

ცნობიერების დონე განსხვავდება გარკვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ქცევითი ფაქტორების მიხედვით. ალკოჰოლის გავლენის შესახებ კიბოზე უფრო ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულები:

  • სიგარეტის ამჟამინდელი მწეველები.
  • დაბალი განათლების მქონე პირები.
  • ისინი, ვისაც არ სჯერა, რომ კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია.

მოცემული კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ჩავარდნას სამეცნიერო მონაცემებსა და საზოგადოების ცნობიერებას შორის ალკოჰოლის, როგორც კანცეროგენული რისკ-ფაქტორის, შესახებ. ასეთ დროს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს არსებით ბერკეტს პრევენციული ღონისძიებებისთვის.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები