back to top
წესები და პირობები
  1. შესავალი

მოგესალმებით Medscriptum-ზე. ეს წესები და პირობები („წესები“) არეგულირებს თქვენს წვდომას და გამოყენებას Medscriptum-ის ვებსაიტზე www.medscriptum.org და ყველა იმ სერვისზე, რომელიც პლატფორმის საშუალებით არის ხელმისაწვდომი (ერთობლივად – „ვებსაიტი“).

ვებსაიტზე წვდომით, თქვენ ეთანხმებით ამ პირობების დაცვას და მათზე პასუხისმგემბლობას. თუ არ ეთანხმებით რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს ვებსაიტს.

  1. შესახებ Medscriptum

Medscriptum არის ციფრული პლატფორმა, რომელიც შექმნილია მსოფლიო მასშტაბით სამედიცინო პროფესიონალების დასაკავშირებლად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლების ხელშესაწყობად. ჩვენ ასევე ვმართავთ პაციენტთა კლუბს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის სანდო, მეცნიერებაზე დაფუძნებულ კონტენტსა და კომუნიკაციას სთავაზობს. მოწოდებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს პროფესიულ სამედიცინო რჩევას ან მკურნალობას.

  1. გამოყენების უფლება

ვებსაიტის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის.

Medscriptum-ის პროფესიულ რესურსებზე წვდომის მქონე სამედიცინო პროფესიონალები ადასტურებენ, რომ რეგისტრაციის დროს მოწოდებული ყველა ინფორმაცია სწორი და ზუსტია და რომ ისინი ლიცენზირებულები ან კვალიფიციურები არიან შესაბამის სფეროებში.

  1. ინტელექტუალური საკუთრება

ყველა შინაარსი, რომელიც ხელმისაწვდომია Medscriptum-ზე — მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება ტექსტით, გრაფიკით, გამოსახულებებით, ვიდეოებით, სტატიებითა და ბრენდინგით — წარმოადგენს Medscriptum-ის ან მისი პარტნიორების საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნებითა და სხვა შესაბამისი კანონებით.

თქვენ გაქვთ უფლება:

იხილოთ და გააზიაროთ შინაარსი საგანმანათლებლო და პირადი მიზნებისთვის;

მოახდინოთ ტექსტის ფრაგმენტების ციტირება შესაბამისი მითითებებით

თქვენ არ გაქვთ უფლება:

კონტენტის სრულად რეპროდუცირება.

შინაარსის შეცვლა, გავრცელება ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება წერილობითი ნებართვის გარეშე;

წარმოადგინოთ შინაარსის დამუშავებული ვერსიები ავტორიზაციის გარეშე.

  1. მომხმარებლის შინაარსი

თქვენ მიერ კონტენტის გაზიარებით, Medscriptum-ს ანიჭებთ არაექსკლუზიურ, ჰონორარის გარეშე (royalty-free), გლობალურ ლიცენზიას მისი გამოყენების, გამრავლებისა და გამოქვეყნების უფლებაზე. ამასთან, თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენ მიერ გაზიარებულ შინაარსზე და ეთანხმებით, რომ ის:

არ არღვევს კანონებსა და სხვა პირების უფლებებს

არ შეიცავს პირად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს მკაფიო თანხმობის გარეშე

არ წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას თქვენი იდენტობის ან კვალიფიკაციის შესახებ.

Medscriptum იტოვებს უფლებას წაშალოს შინაარსი, რომელიც არღვევს ამ წესებს.

  1. სამედიცინო პასუხისმგებლობის უარყოფა

Medscriptum-ზე გამოქვეყნებული შინაარსი არ ცვლის პროფესიულ სამედიცინო კონსულტაციას, დიაგნოზს ან მკურნალობას. ნებისმიერი სამედიცინო საკითხის შემთხვევაში, ყოველთვის მიმართეთ კვალიფიციურ ჯანდაცვის სპეციალისტს. Medscriptum არ გთავაზობთ ინდივიდუალურ მკურნალობას ან კლინიკურ სერვისებს.

  1. მესამე მხარეების ბმულები

ჩვენი ვებსაიტი შესაძლოა შეიცავდეს მესამე მხარის ვებსაიტების ბმულებს, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ წყაროს გაზიარების მიზნით. Medscriptum არ არის პასუხისმგებელი ამ ვებსაიტების შინაარსზე, პოლიტიკებსა და პრაქტიკაზე.

  1. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Medscriptum არ იღებს პასუხისმგებლობას:

ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც გამომდინარეობს ვებსაიტის გამოყენებიდან;

შინაარსში არსებული შეცდომების, გამოტოვებული ფაქტების ან უზუსტობებისთვის;

გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მიღებულია ვებსაიტზე მოცემული შინაარსის საფუძველზე.

  1. ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს განვაახლოთ ან შევცვალოთ ეს წესები. ცვლილებები გამოქვეყნდება ამ გვერდზე განახლებული თარიღით. ვებსაიტის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების შემდეგ ნიშნავს, რომ ეთანხმებით განახლებულ წესებს.

  1. მოქმედი სამართალი

ეს წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ წესებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.

  1. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ შეკითხვები ამ წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: [email protected]