“ნებისმიერი ექიმი, რომელიც დაჭერილი არის ქაღალდის გულისთვის, ის არის სისტემის მსხვერპლი.”

გააზიარე

“ნებისმიერი ექიმი, რომელიც დაჭერილი არის ქაღალდის გულისთვის, ის არის სისტემის მსხვერპლი. პაციენტს თუ ზიანი არ მიადგა, თუკი პაციენტი არ ჩივის, თუკი არ დადგა სავალალო შედეგი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, პაციენტის, ან მისი ახლობელისათვის და ქაღალდის გულისთვის თუ არის დაჭერილი ექიმი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის სისტემის მსხვერპლი.

რაც შეეხება კანონს, ამ რეგულაციის გამო ახლახან პაციენტის მშობლებმა მომმართეს. დმანისის სოფლიდან გონებრივი ჩამორჩენილობის მძიმე ფორმის მქონე პაციენტი ჩამომიყვანეს. მის 63 და 69 წლის პენსიონერ მშობლებს, შვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რეცეპტის ასაღებად, პაციენტის რუსთავის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში ორ კვირაში ერთხელ ჩაყვანა უწევთ. ეს საშინელებაა“, — ამბობს „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში ფსიქიატრი გიორგი ბერულავა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები