ულტრასაუნდ აკადემიის დამფუძნებელი და ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრია რეხვიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლონდონში, სადაც მონაწილეობა მიიღო ISUOG-ის (International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology) 36-ე მსოფლიო კონგრესში.

მასშტაბურ ღონისძიებას 140 ქვეყნის 1000-ზე მეტი წამყვანი მეცნიერი, ექსპერტი, ISUOG-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, საბჭოს წევრები (Trustees) და კომიტეტების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, მათ შორის:
-
კიპროს ნიკოლაიდესი (Kypros Nicolaides) — ნაყოფის მედიცინის ფუძემდებელი და მსოფლიო დონის ლიდერი (დიდი ბრიტანეთი);
-
ასმა ხალილი (Asma Khalil) — ISUOG-ის ვიცე-პრეზიდენტი და წამყვანი ექსპერტი (დიდი ბრიტანეთი);
-
საიმონ მიგერი (Simon Meagher) — ISUOG-ის საბჭოს წევრი (Trustee) და პროფესორი (ავსტრალია);
-
ჟიჰად შალუჰი (Gihad Chalouhi) — პრენატალური დიაგნოსტიკისა და ნაყოფის ქირურგიის ექსპერტი (საფრანგეთი);
-
ლიგიტა იოკუბიენე (Ligita Jokubkiene) — ასოცირებული პროფესორი და მეან-გინეკოლოგიის წამყვანი კონსულტანტი (შვედეთი).
კონგრესზე ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციის თავმჯდომარეს, ფიქრია რეხვიაშვილს ოფიციალურად გადაეცა ISUOG-ის ელჩის ტიტული საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში:
-
ფიქრია რეხვიაშვილი შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებსა და სფეროს წამყვან წარმომადგენლებს.
-
მონაწილეობა მიიღო დახურულ კომიტეტში, სადაც საერთაშორისო კოლეგებს სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვები გაუზიარა.
-
შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა ISUOG-ის პრეზიდენტთან, ალექსანდროს სოტირიადისთან (Alexandros Sotiriadis), რომელმაც პირადად გადასცა აღნიშნული საპატიო წოდება.
მნიშვნელოვანი სიახლე!
ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციას ოფიციალურად დაუმტკიცდა ISUOG-ის (International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology) მიერ აკრედიტებული საერთაშორისო კონფერენცია: „Approved Course — Prenatal Ultrasound in Clinical Practice“.
შემოუერთდით საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას საქართველო
ში!
31 ოქტომბერს Ultrasound Academy გიწვევთ აღნიშნულ მასშტაბურ კონფერენციაზე: ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ბილტმორი“, თბილისი.

