back to top

რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელი ტერიტორია, შესაძლოა, მის გაფართოებას მოხმარდეს

გააზიარე

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჯანდაცვის ახალ მინისტრზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, მან რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხიც ახსენა და აღნიშნა, რომ საავადმყოფოს გაფართოებისთვის, შესაძლოა, მისი მთლიანი ტერიტორია იქნას გამოყენებული.

„მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს.

მინდა გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აქ მთავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები