გამარჯვებულების გამოვლენის დრო მოახლოვდა. კაროლინსკის ინსტიტუტის ნობელის ასამბლეა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2026 წლის ლაურეატს ხვალ, 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათზე (11:30 CEST) დაასახელებს.
სანამ ოფიციალური გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად განიხილავს იმ აღმოჩენებს, რომლებმაც ადამიანის ბიოლოგიისა და მედიცინის გაგება შეცვალა. გთავაზობთ 5 ინოვაციურ მიმართულებას, რომლებიც წელს ნობელის პრემიის მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნევა:
-
GLP-1 ბიოლოგია (დანიელ ჯ. დრუკერი, იენს იულ ჰოლსტი და სვეტლანა მოისოვი): კუჭ-ნაწლავის ჰორმონების კვლევა, რომელმაც დიაბეტისა და სიმსუქნის მკურნალობაში რევოლუცია მოახდინა.
-
ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია — OCT (ჯეიმს გ. ფუჯიმოტო, დევიდ ჰუანგი და ერიკ ა. სვანსონი): თვალის შიდა სტრუქტურების დასანახად სინათლის გამოყენება, რამაც ბადურის დიაგნოსტიკა და ბიოსამედიცინო ვიზუალიზაცია სრულად გარდაქმნა.
-
ორექსინი და ძილის რეგულაცია (ემანუელ მინიო და მასაში იანაგისავა): ძილის, სიფხიზლისა და ნარკოლეფსიის მოლეკულური მექანიზმების გაშიფვრა.
-
CAR-T უჯრედული თერაპია (კარლ ჯუნი და სხვა პიონერი მკვლევრები): იმუნური უჯრედების რეპროგრამირება სიმსივნის ამოსაცნობად და გასანადგურებლად.
-
იმუნური სისტემის ბიოლოგია (ტიმოთი ა. სპრინგერი და სხვა მკვლევრები): იმუნური უჯრედების ადჰეზიისა და სიგნალიზაციის მექანიზმების აღმოჩენა, რაც ხსნის ახალ თერაპიულ შესაძლებლობებს ანთებითი პროცესების სამართავად.
სხვა მნიშვნელოვან კანდიდატებს შორის ასევე განიხილება იმუნური გამშვები პუნქტების (ჩეკპოინტების) ინჰიბიტორები და რნმ-ზე (RNA) დაფუძნებული თერაპიები, რომლებმაც თანამედროვე მედიცინა ფუნდამენტურად გარდაქმნა.
ბუნებრივია, ეს პროგნოზებია და არა ნობელის კომიტეტის ოფიციალური მოკლე სია.

