ახალგაზრდა პათოლოგანატომი ვიქტორია შონია Vincent Academy of Pathology-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი და პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ახალგაზრდა პათოლოგანატომი, ვიქტორია შონია, Vincent Academy of Pathology-ის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მასპინძელი ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ვიქტორია შონია 2026 წლის 1-ელი მარტიდან სამთვიან სტაჟირებას გაივლის ავსტრიაში, კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის ინსტიტუტში (Ordensklinikum Linz–Elisabethinen Hospital).

აღნიშნული სტაჟირება მას შესაძლებლობას მისცემს:

  • გაიღრმავოს ცოდნა ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიის სუბსპეციალობაში;

  • განავითაროს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და ჩაერთოს საერთაშორისო კვლევით პროექტებში;

  • აითვისოს რთული დიფერენციალური დიაგნოსტიკა და ბიომარკერების ინტერპრეტაცია.

ინსტიტუტი წარმოადგენს ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ მაღალსპეციალიზებულ, ონკოლოგიურ პროფილზე ორიენტირებულ პათოლოგიურ ცენტრს. მას ხელმძღვანელობს Prof. Dr. Farid Moinfar, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტია ძუძუსა და გინეკოლოგიური ონკოპათოლოგიის, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და პერსონალიზებული მედიცინის სფეროში.

ინსტიტუტის უნიკალური საგანმანათლებლო გარემო და იშვიათი ონკოლოგიური შემთხვევების მრავალფეროვნება საუკეთესო პირობას ქმნის პერსონალიზებულ თერაპიულ მიდგომებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილებების სიღრმისეული ათვისებისთვის.

TSMU

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები