ქვემო ქართლის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება

გააზიარე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონში მასშტაბური სამედიცინო სკრინინგ აქციები იგეგმება.

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ ჩაიტარონ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, პროსტატის კვლევა, არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

უწყების ცნობით, გამოკვლევები უშუალოდ ადგილზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის დაავადებებს იმ ადრეულ ეტაპზე ავლენს, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანი და წარმატებულია.

წყარო: NCDC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები