ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

