ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების 2026 წლის მეორე სესიაზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება. პროცესი ონლაინ რეჟიმში იწარმოებს (რეგისტრაციის ბმული: http://onlinereg.moh.gov.ge/login.html).
მაძიებელს გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია სატელეფონო SMS შეტყობინებით ეცნობება, ხოლო საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე — rama.moh.gov.ge განთავსდება.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, რეგისტრაციისას მაძიებელმა მოსაკრებლის (80 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს.
საბანკო რეკვიზიტები:
-
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში;
-
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
-
მიმღების ბანკის კოდი: TRESGE22;
-
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707047024 (სსიპ — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური).
-
შენიშვნა: ქვითრის დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს მაძიებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდებიან:
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და შშმ სტატუსის მქონე პირები;
-
ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები;
-
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი 100 000 ქულას არ აღემატება.
ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ონლაინ რეგისტრაციისას უნდა ატვირთონ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ტელეფონის ნომერზე: 591 97 11 48.

