ებოლას ეპიდემია კონგოში ოფიციალურ აღიარებამდე 4 თვით ადრე დაიწყო: ექსკლუზიური კვლევა

გააზიარე

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) ებოლას ახალი ეპიდემია ოფიციალურად გამოცხადებამდე სულ მცირე 4 თვით ადრე დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ვირუსი იტურის პროვინციაში მდებარე ოქროს მოპოვების ქალაქ მონგბვალუში ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა.

იანვრიდან მაისის შუა რიცხვებამდე — ვირუსის ოფიციალურ დადასტურებამდე — ქალაქში ებოლას 500-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებამ მთელი ოჯახები იმსხვერპლა, გარდაიცვალა 13 სამედიცინო მუშაკი, ხოლო ადგილობრივი სასაფლაოები დაღუპულთა ნაკადს ვეღარ აუდიოდა.

ადგილობრივები სიმპტომებს შიდსს, ტუბერკულოზსა და მაღაროებში მუშაობის მძიმე პირობებს მიაწერდნენ, ხოლო კერძო კლინიკები ჯარიმებისა და დახურვის შიშით შემთხვევებს მალავდნენ. განგაშის დაგვიანებამ ეპიდემიის შეკავება მკვეთრად გაართულა და ის ისტორიაში სიდიდით მეორე გავრცელებად აქცია — 3,360-ზე მეტი ინფიცირებულებითა და 1,480-ზე მეტი გარდაცვლილით.

მეცნიერთა და ეპიდემიოლოგთა შეფასებით, მონგბვალუში ინფექციის დროული იდენტიფიცირებისა და ლოკალიზების შემთხვევაში, ვირუსის მეზობელ რეგიონებში გავრცელების თავიდან აცილება და მასშტაბური კრიზისის შეჩერება ბევრად მარტივი იქნებოდა.

წყარო: Science.org 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები