კიბოს დიაგნოსტიკა სიმპტომებამდე 3 წლით ადრე – ჯონს ჰოპკინსის იმედისმომცემი კვლევა

გააზიარე

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რევოლუციური კვლევის მიხედვით, კიბოს პროგნოზირება, შესაძლოა, წლებით ადრე გახდეს შესაძლებელი. ეს აღმოჩენა იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. ჟურნალ „Cancer Discovery“-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მარტივი სისხლის ანალიზით შესაძლებელია სისხლის პლაზმაში  გენური მუტაციების აღმოჩენა, რომელიც კიბოს  სიმპტომების გამოვლენამდე მინიმუმ  სამი წლით ადრე ჩნდება .

კიბოს დიაგნოსტიკა ხშირად საკმაოდ გვიან ხდება, როცა მისი მკურნალობა უკვე რთულია და პაციენტის გამოჯანმრთელების შანსები მცირეა. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სისხლის ახალ ტესტს შეუძლია კიბოს ადრეული ნიშნების აღმოჩენა და სავარაუდო დიაგნოზის პროგნოზირება. ეს კი მკურნალობის მეტ შესაძლებლობას იძლევა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შანსებსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

“სამი წლით ადრე მკურნალობის დაწყება ნიშნავს, რომ სიმსივნე, სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლებად იქნება პროგრესირებული და პაციენტის განკურნების შანსი უფრო გაიზრდება,” — განაცხადა დოქტორმა იუსუან ვანგმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ონკოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა.

მეცნიერთა ჯგუფმა, NIH-ის მიერ დაფინანსებული დიდი კვლევის ფარგლებში,  შეისწავლა პლაზმის ნიმუშები, რომლებიც თავიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის იყო განკუთვნილი. მკვლევრებმა გააანალიზეს 52 მონაწილის მონაცემები. მათგან 26-ს ექვს თვეში კიბო განუვითარდა, ხოლო დანარჩენი 26 ამ დაავადებისგან თავისუფალი იყო. სეკვენირების ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა კიბოს ადრეული ნიშნები 8 მონაწილეს დაუდგინეს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ 8 შემთხვევიდან 6-ის ძველი,  3.1-დან 3.5 წლით ადრე აღებული,  სისხლის ნიმუშებიც გააანალიზეს. აღმოჩნდა, რონ ოთხში უკვე იყო სიმსივნით გამოწვეული გენეტიკური მუტაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნე არსებობდა სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.

„კიბოს გამოვლენამ კლინიკურ დიაგნოზამდე წლებით ადრე, შესაძლოა, მკურნალობის პროცესი უფრო გაამარტივოს,“ — აღნიშნა კვლევის უფროსმა ავტორმა, დოქტორმა ნიკოლას პაპადოპულოსმა.

მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რამდენადაა შესაძლებელი ამ ტესტების ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირება, მეცნიერები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ეს აღმოჩენა გზას უხსნის კიბოს სკრინინგის ყოველწლიურ სისხლის ანალიზებში ჩართვას, რამაც , შესაძლოა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

წყარო: Cancer Discovery

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები