კვლევა: დაბალი ინტენსივობით მოწევაც კი ზრდის გულის დაავადებებისა და სიკვდილის რისკს

გააზიარე

ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, დღეში სულ რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევაც კი (ორიდან ხუთ ღერამდე) მნიშვნელოვნად ზრდის გულის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არასდროს მოუწევია.

300,000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების საფუძველზე ჩატარებული 22 კვლევის შედეგები აჩვენებს: დაბალი ინტენსივობით მოწევა 50%-ით ზრდის გულის უკმარისობის, და 60%-ით — ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკს.

მოწევის შეწყვეტის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკი ყველაზე მნიშვნელოვნად ეცემა პირველ ათწლეულში და დროთა განმავლობაში კლება გრძელდება. მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, 30 წლის შემდეგაც კი ყოფილ მწეველებს შესაძლოა კვლავ ჰქონდეთ უფრო მაღალი რისკი მათთან შედარებით, ვისაც არასდროს მოუწევია.

მეცნიერები ასკვნიან, რომ რისკის შემცირების საუკეთესო გზაა მოწევისთვის თავის სრულად დანებება რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში და არ კმარა მხოლოდ მოწეული ღერების რაოდენობის შემცირება

აღნიშნული კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS Medicine-ში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ გზავნილს: მოწევა მავნეა ნებისმიერი დოზით და ყველაზე მნიშვნელოვანია მოწევისთვის სრულად თავის დანებება, რაც შეიძლება მალე.

წყარო: Plos

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები