თბილისი რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონგრესს (GREA 2026) უმასპინძლებს

გააზიარე

2026 წლის 14 ივნისს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria Tbilisi“-ში საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა: „გამოწვევები რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში: სადაც მეცნიერება ხვდება კლინიკურ ბრწყინვალებას“ (GREA 2026 – Challenges in Reproductive Endocrinology: Where Science Meets Clinical Excellence).

მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება უახლეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას დაეთმობა და მასში მონაწილეობას წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ. ორგანიზატორების განცხადებით, თეორიული და პრაქტიკული მიმართულებების გაერთიანებით, კონგრესი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ექიმების ყოველდღიური კლინიკური საქმიანობის გაუმჯობესებაში.

აღსანიშნავია, რომ GREA 2026 აკრედიტებული სამეცნიერო ფორუმია და მის მონაწილეებს უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) შესაბამისი კრედიტ-ქულები მიენიჭებათ.

გარდა ამისა, ასოციაცია აგრძელებს ახალგაზრდა კოლეგების მხარდაჭერასა და სხვადასხვა თაობის პროფესიონალების გაერთიანებას. სწორედ ამ მიზნით, დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად ჩატარდება ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი (Young Speakers Competition – #YSC).

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ბმული

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები