ნეიროდეგენერაციული დაავადებები: თსუ-ში II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 28-29 მაისს II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე გენური თერაპიის გავლენა და თანამედროვე ბიომედიცინის მომავლის პერსპექტივებია.

ღონისძიება, რომელიც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კორპუსში, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში (ბელიაშვილის ქ. 79) ჩატარდება, მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროს სტუდენტების ჩართვას იმ მნიშვნელოვან სამეცნიერო დისკუსიებში, რომლებიც ნეირომეცნიერების განვითარების ვექტორს განსაზღვრავს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. რაც შეეხება თემატიკას, მომხსენებლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება — მათ შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი თემა კონფერენციის მთავარი მიმართულების ფარგლებში, ან იხელმძღვანელონ ორგანიზატორების მიერ წინასწარ მოცემული სიით.

ღონისძიებაზე დასწრება სრულიად თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებს ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო დამსწრე სტუმრები ელექტრონულ სერტიფიკატებს ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

მონაწილეობისა თუ დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალური ელექტრონული ფორმების მეშვეობით.

შეავსეთ თქვენთვის სასურველი ფორმა:

მონაწილეობის მსურველთათვის (მომხსენებლები): https://l.facebook.com/l.php…

დასწრების მსურველთათვის (სტუმრები): https://l.facebook.com/l.php…

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები