დღეს არსებული სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესობა პაციენტებს სრულ სერვისს სთავაზობს, თუმცა იშვიათია ისეთი კლინიკები, რომელთა მომსახურების ყველა მიმართულებაც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ასეთ გამონაკლისს განეკუთვნება „პრიმერო“, რადგან ის თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც ძირითად სტომატოლოგიურ სერვისებს, ისე სპეციალიზებულ მიმართულებებსაც.
სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმეროს“ მიზანია არამხოლოდ პირის ღრუს, არამედ ყბა-კბილთა სისტემის კომპლექსური მკურნალობა, მათ შორის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ღეჭვითი ფუნქციისა და თანკბილვის დიაგნოსტიკა და მართვა. ასეთი მრავალმხრივი მიდგომა ესთეტიკურ შედეგთან ერთად, ყბა-სახის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
სტომატოლოგიურ მიმართულებას, რომელიც ამ ტიპის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ემსახურება, გნათოლოგია ეწოდება. გნათოლოგიური მკურნალობა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სახეზეა ყბის სახსრის ტკივილი, სახსარში ხმაური, ბრუქსიზმი, თანკბილვისა და სხვა მსგავსი ტიპის დარღვევები.
აღნიშნული პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის „პრიმეროში“ თანამედროვე აპარატურა და მიდგომები გამოიყენება, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს პრობლემის მიზეზი და მისი განვითარების ხარისხი. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დანერგილია ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სადიაგნოსტიკო სისტემა Zebris.
რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, ის „პრიმეროში“ ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით იგეგმება. მკურნალობა მოიცავს:
- თანკბილვის ნორმალიზებას ანუ ზედა და ქვედა კბილების სწორი ურთიერთმიმართების აღდგენას. ეს არამხოლოდ ესთეტიკას აუმჯობესებს, არამედ უზრუნველყოფს კბილებზე დატვირთვის თანაბარ გადანაწილებას და ყბის სახსრის სწორ ფუნქციონირებას.
- გნათოლოგიურ მომზადებას ორთოპედიისთვის – რთული ორთოპედიული შემთხვევების წინ ხშირად საჭიროა გნათოლოგიური მომზადება, რაც გულისხმობს თანკბილვის წინასწარ კორექციას და ყბის ფუნქციის შეფასებას. ეს ეტაპი ქმნის სტაბილურ საფუძველს შემდგომი პროთეზირების ან რესტავრაციისთვის.
- კაპებით მკურნალობას – საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენება ბრუქსიზმის, სპორტული, ხვრინვისა და აპნოეს კაპები, რომლებიც ყბის სწორი პოზიციის დაფიქსირებით ხსნის აღნიშნულ პრობლემებს.
- რესტავრაციას – გნათოლოგიური პრინციპებით შესრულებული რესტავრაცია აღადგენს კბილის ფორმას, ფუნქციას და უზრუნველყოფს თანკბილვის ნორმალიზებას, რაც საბოლოო შედეგის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.
ასე რომ, თუ გსურთ მიიღოთ სრულფასოვანი მკურნალობა და მოიწესრიგოთ არამხოლოდ პირის ღრუ, არამედ მოიხსნათ მასთან დაკავშირებული სხვა ტიპის პრობლემები, აუცილებლად უნდა ეწვიოთ „პრიმეროს“. აქ შემოგთავაზებენ პრობლემების გადაწყვეტის თანამედროვე გზებს და მულტიდისციპლინურ მიდგომას. სტომატოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომრებზე +995 597 268 787 / +995 596 268 787.
{R}

