ხერხემლის წელის არის მალთაშუა დისკოს თიაქარი, ზურგის მწვავე ტკივილისა და რადიკულიტის (ტკივილის გადაცემას ფეხში) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. პაციენტების დიდი ნაწილი ხშირად დილემის წინაშე დგება, როდესაც ტრადიციული კონსერვატიული მკურნალობა (მედიკამენტები, ფიზიოთერაპია) უშედეგოა, ხოლო ღია ქირურგიული ოპერაცია დიდ რისკებთან და ხანგრძლივ რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული. ამ ორ უკიდურესობას შორის არსებულ ე.წ. „თერაპიულ ნიშას“ სულ უფრო ეფექტურად იკავებს მინიმალურად ინვაზიური მედიცინა, კერძოდ კი ჟანგბად-ოზონის თერაპია.
რა არის ჟანგბად-ოზონის თერაპია და როგორ მუშაობს ის?
ჟანგბად-ოზონის თერაპია სამედიცინო პროცედურაა, რომლის დროსაც სპეციალური აირების ნარევის ზუსტი, კონტროლირებადი შეყვანა ხდება დაზიანებულ მალთაშუა დისკოში (ინტრადისკალური) და მის გარშემო (პერიგანგლიური).
ამ მეთოდის ბიოქიმიური მოქმედება რამდენიმე ფაქტორზეა დაფუძნებული:
პირველი ეს დისკოს მოცულობის შემცირებაა ანუ ოზონი დისკოს ბირთვში არსებულ წყლის დამაკავშირებელ მოლეკულებს (პროტეოგლიკანებს) შლის. შედეგად, თიაქარი იკუმშება („შრება“), რაც საგრძნობლად ამცირებს ნერვულ ფესვზე ზეწოლას და მექანიკურ ტკივილს.
შემდეგი ფაქტორი ეს ანთების საწინააღმდეგო ეფექტია, როდესაც ოზონი ანთების გამომწვევ ნივთიერებებს (ციტოკინებს) ანეიტრალებს, რომლებიც აქტიურად გამოიყოფა თიაქრის დროს და ნერვს აღიზიანებს.
ამ ყველაფერს კი მიკროცირკულაციის გაუმჯობესება მოჰყვება: პროცედურა სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს დაზიანებულ ზონაში, რაც ქსოვილების ბუნებრივი აღდგენის პროცესს აჩქარებს.
რას ამბობს კლინიკური კვლევები? (London Spine Unit-ის მონაცემები)
ბრიტანული „ლონდონის ხერხემლის კლინიკის“ (London Spine Unit) მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მონაცემები ნათლად აჩვენებს ამ მეთოდის მაღალ ეფექტურობას. 600 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ, რომლებსაც წელის დისკოს თიაქარი და ნერვული ფესვის კომპრესია აღენიშნებოდათ, საინტერესო შედეგები აჩვენა:
- ჯგუფი A (300 პაციენტი): ჩაუტარდათ მხოლოდ ოზონ-ჟანგბადის ინექცია დისკოში და ნერვულ კვანძთან. წარმატების მაჩვენებელმა 70.3% შეადგინა.
- ჯგუფი B (300 პაციენტი): ოზონის ნარევთან ერთად დამატებით გაუკეთდათ ადგილობრივი საანესთეზიო და კორტიკოსტეროიდული საშუალება. ამ შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი 78.3%-მდე გაიზარდა.
კვლევამ დაასკვნა, რომ სამედიცინო ოზონისა და სტეროიდების კომბინირებულ მიწოდებას კუმულაციური (გამაძლიერებელი) ეფექტი აქვს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის საბოლოო შედეგს და პაციენტებს ქირურგიული ჩარევის აცილებაში ეხმარება.
ამერიკული FDA-ის აღიარება და Triojection-ის ტექნოლოგიური წარმატება
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი წლებია წარმატებით გამოიყენება ევროპასა და კანადაში, აშშ-ის ბაზარზე მისი ოფიციალური დამკვიდრება ახალ ფაზაში შედის. კომპანიამ SpinaFX Medical შექმნა ინოვაციური სისტემა Triojection -ის მეთოდი მინიმალურად ინვაზიური, გამოსახულებითი კონტროლის მქონე მოწყობილობა მალთაშუა დისკოების სამკურნალოდ.
Triojection-ის განვითარების ქრონოლოგია მნიშვნელოვან ეტაპებს მოიცავს: 2025 წლის აგვისტოს FDA-მ მოწყობილობას მიანიჭა Breakthrough Device Designation (ინოვაციური/გამარღვევი მოწყობილობის სტატუსი), ხოლო 2026 წლის ივნისს: FDA-მ მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიას აწი უკვე ოცილიალური ნებართვა მისცა აშშ-ში ფართომასშტაბიანი კვლევების საწარმოებლად.
როგორც ტორონტოს დასავლეთ ჰოსპიტლის ინტერვენციულმა ნეირორადიოლოგმა და SpinaFX-ის თანადამფუძნებელმა, პროფესორმა კირან მერფიმ (Prof. Kieran Murphy) აღნიშნა, ეს კვლევა საბოლოოდ მისცემს ამერიკელ ექიმებსა და პაციენტებს მეცნიერულად დადასტურებულ, უსაფრთხო და ეკონომიურად ხელმისაწვდომ ალტერნატივას, რომელიც შეავსებს სიცარიელეს კონსერვატიულ თერაპიასა და ოპერაციას შორის.
მედიცინის განვითარებასთან ერთად ხერხემლის თიაქრის მკურნალობა მხოლოდ “წამლების ან ოპერაციის” არჩევანს ფაქტია, რომ გასცდა. ჟანგბად-ოზონის მინიმალურად ინვაზიური თერაპია, თავისი ბიოქიმიური თვისებებით, მაღალი უსაფრთხოებითა ხასიათდება. ხოლო ისეთი ტექნოლოგიების გამოჩენა, როგორიც Triojection-ია, ამ მეთოდის სტანდარტიზაციას და გლობალურ მედიცინაში მის კიდევ უფრო ფართო ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

