Medscriptum-ის ჟურნალისტი, სანდრო მეტრეველი, ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტად დასახელდა. მისი წიგნი „ორ ჯოკერში გახიშტული“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) ჟიურიმ „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის“ კატეგორიის ნომინანტებს შორის შეარჩია.
წელს პრემიაზე ავტორებმა და გამომცემლებმა სულ 205 წიგნი წარადგინეს, საიდანაც ფინალისტები 8 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ.
„საბა“, რომელიც თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს, წელს ოცდამეოთხედ ტარდება და დარგში ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ტრადიციულად, ამ კატეგორიაში გამარჯვებულის ვინაობა დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
წყარო: TBC BANK

