„ეს დღე ჩვენთვის მართლაც ისტორიულია, რადგან ჩვენს შვილებს სრულფასოვანი, ხარისხიანი ცხოვრების საშუალება მიეცათ.”

გააზიარე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ტრიკაფტას“ შესყიდვის მიზნით ფარმაცევტულ კომპანია „ვერტექსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული ძვირადღირებული გენმოდულატორი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასი პროცენტით დაფინანსდება, ხოლო პაციენტებისთვის მედიკამენტის მიწოდების პროცესი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.

„ეს დღე ჩვენთვის მართლაც ისტორიულია, რადგან ჩვენს შვილებს სრულფასოვანი, ხარისხიანი ცხოვრების საშუალება მიეცათ. გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი გენმოდულატორით ყველანაირი რისკი შემცირდება, გვექნება მეტი ჯანმრთელობა და წინსვლა. ამ დღეს ყველა პაციენტი და მშობელი ვზეიმობთ — სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ჩვენს ბედნიერებას.

ჩემი შვილის შემთხვევაში ძალიან რთული გზა გავიარეთ. საქართველოში დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა, ამიტომ წელიწად-ნახევრის ასაკში ბავშვი გერმანიაში წავიყვანეთ. მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ ფაქტობრივად ბოლო წუთებში ჩავასწარით და ფატალურ შედეგს გადავურჩით“, — ამბობს საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის თანადამფუძნებელი და პაციენტის მშობელი ნინო გრიგოლავა

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები