კვლევა: თავის მოვლის საშუალებების 85% ეტიკეტზე დაუტანელ, საშიშ ქიმიკატებს შეიცავს

გააზიარე

ჟურნალ Environment & Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების (შამპუნები, საბავშვო ლოსიონები, მზისგან დამცავები) 98% ეტიკეტზე დაუტანელ ქიმიკატებს შეიცავს, ხოლო 85%-ში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა.

მეცნიერებმა 113 პროდუქტი შეისწავლეს. დადგინდა, რომ ეტიკეტზე საშუალოდ 16 ინგრედიენტი იყო მითითებული, თუმცა რეალური ლაბორატორიული ტესტირებით თითოეულში საშუალოდ 51 ქიმიკატი დაფიქსირდა. პროდუქციის 25%-ზე მეტში აღმოჩნდა ისეთი ნივთიერებები (მაგალითად, ფტალატები და პარაბენები), რომელთაგანაც ეს პროდუქტი, ეტიკეტის მიხედვით, სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო.

ფარული ქიმიკატები პროდუქციაში შესაძლოა მოხვდეს ნედლეულიდან, გადამამუშავებელი დანადგარებიდან ან შეფუთვიდან. შედეგად, პროდუქტები, რომლებიც „ნატურალურის“, „ორგანულისა“ თუ „ჰიპოალერგიულის“ სტატუსით იყიდება, ხშირად მაინც შეიცავს ალერგენებსა და ჰორმონული დისბალანსის გამომწვევ ნივთიერებებს.

კვლევის ავტორი ჯენა ჰუა აღნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის მხოლოდ ეტიკეტის წაკითხვა საკმარისი არ არის. მკვლევრები მოუწოდებენ მარეგულირებლებს, პროდუქციის უსაფრთხოების შესამოწმებლად არა მხოლოდ მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ სიას დაეყრდნონ, არამედ უკვე შეფუთული საბოლოო პროდუქტის სავალდებულო ლაბორატორიული ტესტირება დანერგონ.

წყარო: pubs

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები