ჟანა ბაბუნაშვილი კიბოს მსოფლიო კონგრესზე: „არ დაგეგმოთ ჯანდაცვის სისტემა პაციენტისთვის პაციენტის გარეშე“

გააზიარე

ჰონგ-კონგში მიმდინარე კიბოს მსოფლიო კონგრესზე (World Cancer Congress) ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პაციენტთა ადვოკატმა და პროექტების მენეჯერმა, ჟანა ბაბუნაშვილმა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პოლიტიკის ცვლილებაში პაციენტთა ორგანიზაციების როლზე ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ბოლო 10 წლის განმავლობაში პაციენტთა ადვოკატირებით მიღწეულ უმნიშვნელოვანეს შედეგებს — დაწყებული მედიკამენტების საყოველთაო დაფინანსებიდან, დამთავრებული ქვეყანაში პირველი ფსიქო-სოციალური სივრცის, „ვარდისფერი სივრცის“ შექმნით.

ძირითადი გზავნილები:

  • „ჩვენი გამოცდილებით, პაციენტებს აზრი მხოლოდ მას შემდეგ არ უნდა ჰკითხონ, რაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ისინი უნდა ისხდნენ იმ მაგიდასთან, სადაც ეს გადაწყვეტილებები მიიღება. არ დაგეგმოთ ჯანდაცვის სისტემა პაციენტისთვის პაციენტის გარეშე.“

  • „ონკოლოგიური ზრუნვა არ არის მხოლოდ მედიკამენტები და ტექნოლოგიები. ეს არის ადამიანები და როდესაც პაციენტს აქვს რეალური ადგილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჯანდაცვა ხდება უფრო ჰუმანური.“

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები