თბილისში 31 წლის სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა

გააზიარე

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 31 წლის სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შემთხვევა 12 ნოემბერს მოხდა, ინფორმაციას კი „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გარდაცვლილი ყირგიზეთის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 36 კვირის ორსულმა ქალმა 11 ნოემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, მეორე დღეს კი სისხლდენით გარდაიცვალა. უწყებამ გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო, რასაც სიკვდილი მოჰყვა. პარალელურად, მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

„ეს იყო მისთვის სუროგაციის პირველი პროგრამა. იყო სრულიად ჯანმრთელი. იმისათვის, რომ სუროგატ ქალს ემბრიონი გადავუტანოთ, მას უტარდება სრული გამოკვლევა და შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ქალი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი. მშობიარობის დროს გართულებები ყველა ქალისთვის მოსალოდნელია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს ამ შემთხვევის მოკვლევა, მეც ველოდები პასუხებს, რადგან ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მოხდა მშობიარობის შემდეგ“, — აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი, ნინო მუსერიძე.

წყარო: რადიო თავისუფლება

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები