საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ონკოლოგიური სკრინინგების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, ზრდა ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის ყველა ძირითად კომპონენტში ფიქსირდება:
-
ძუძუს კიბოს სკრინინგი — გაიზარდა 50%-ით;
-
კოლორექტული კიბოს სკრინინგი — გაიზარდა 33%-ით;
-
პროსტატის კიბოს სკრინინგი — გაიზარდა 25%-ით;
-
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი — გაიზარდა 23%-ით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სკრინინგ პროგრამებში რეგიონების მოსახლეობის აქტიური ჩართულობა დაავადებების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და ეფექტური მკურნალობისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.

