საქართველოში ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის რეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. ძალაში შევიდა დადგენილება, რომელიც სპეციალური სახელმწიფო რეესტრის შექმნასა და სავალდებულო ავტორიზაციის პროცესს ითვალისწინებს.
უკვე შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომელიც გააერთიანებს მონაცემებს სამედიცინო პერსონალის შესახებ, რამაც სისტემის გამჭვირვალობასა და ეფექტურობას უნდა შეუწყობს ხელი.
აღნიშნულ ბაზაში დეტალურად აისახება ინფორმაცია სახელმწიფო სერტიფიკატების გაცემისა და მათი მოქმედების ვადების შესახებ. რეესტრი ასევე მოიცავს მონაცემებს რეგისტრაციის მოწმობების სტატუსზე, მათ შორის დოკუმენტის შეჩერების, განახლების, გაუქმებისა თუ ასლის გაცემის თაობაზე.
პროცესი ითვალისწინებს პროფესიული საქმიანობის უფლების დადასტურების მკაცრ მონიტორინგს. რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 26 იანვრიდან რეესტრის წარმოების წესი და ახალი რეგულაციები ოფიციალურად ძალაში უკვე შევიდა.
სისტემის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის დაწესებულია გარდამავალი პერიოდი. 2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობა შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის ან რეგისტრაციის მოწმობის გარეშე კანონით აიკრძალება.
განმარტების მიხედვით, აღნიშნული ცვლილება ემსახურება საექთნო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას. ერთიანი ბაზის არსებობა უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს და პაციენტების უსაფრთხოებას.
წყარო: matsne.gov.ge

