ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით, იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის მასშტაბური სამედიცინო სკრინინგ აქციები იგეგმება.
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ ჩაიტარონ შემდეგი გამოკვლევები:
-
ძუძუს კიბოს სკრინინგი;
-
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
-
პროსტატის კვლევა;
-
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი;
-
B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
უწყების ცნობით, გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ სკრინინგი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რაც დროული და შედეგიანი მკურნალობის წინაპირობას წარმოადგენს.
წყარო: NCDC

