აშშ-ში ფრინველის გრიპით ადამიანი გარდაიცვალა

გააზიარე

ვაშინგტონის შტატში ფრინველის გრიპით ადამიანი გარდაიცვალა. ეს 2026 წელს აშშ-ში ამ ვირუსით გარდაცვალების პირველი სავარაუდო შემთხვევაა.

იაკიმას ოლქის მცხოვრებს ინფექცია დაავადებულ ძროხებთან პირდაპირი კონტაქტით გადაედო. პაციენტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. ჯანდაცვის ადგილობრივი უწყების ცნობით, მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

მიმდინარე წელს ვაშინგტონის შტატში ფრინველის გრიპით 3 ადამიანი დაინფიცირდა. სამივე პაციენტი რძის ფერმაში მუშაობდა და ინფიცირებულ პირუტყვთან ჰქონდა შეხება.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, მოსახლეობისთვის ინფიცირების რისკი კვლავ დაბალია, რადგან ამ ეტაპზე ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. თუმცა, სპეციალისტები მუტაციის საშიშროებაზეც მიუთითებენ — შესაძლოა, სამომავლოდ ვირუსმა ადამიანებს შორის გავრცელების უნარი შეიძინოს.

პრევენციის მიზნით, ექსპერტები მოსახლეობას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

წყარო: ABC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები