უწყვეტი დაკვირვება უჯრედებზე – ახალი მიდგომა წამლების უსაფრთხოების შესაფასებლად

გააზიარე

მეცნიერები ხელსაწყო Resipher-ის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან, თუ რამდენ ჟანგბადს ხარჯავენ უჯრედები დღეების ან კვირების განმავლობაში („მიტოქონდრიული სუნთქვა“) ენერგიის გამოსამუშავებლად ისე, რომ მკვლევრებს პროცესში საღებავების დამატება ან სითხის გამოცვლა არ უწევთ.

დაკვირვების პროცესი Resipher-ის სენსორული თავსახურის მეშვეობით მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივი ანალიზები უჯრედების მდგომარეობას მხოლოდ კონკრეტულ მომენტში ასახავს. უწყვეტი დაკვირვებით კი ჩანს ნელი ცვლილებები, მაგალითად, როგორ მოქმედებს ახალი მედიკამენტი უჯრედების ენერგიაზე დროთა განმავლობაში.

კვლევის შედეგები:

გულის უჯრედებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ხელსაწყომ წამლის ტოქსიკური ზეგავლენა დააფიქსირა მაშინაც, როდესაც მიკროსკოპში უჯრედები ვიზუალურად სრულიად ჯანსაღად გამოიყურებოდა. აღნიშნული ეფექტი მედიკამენტის განცალკევებიდან 6 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

დაკვირვების ეს მეთოდი მნიშვნელოვანია მედიკამენტების უსაფრთხოების შემოწმებისთვის, ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) და სხვადასხვა დაავადების კვლევისთვის.

Resipher-ი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ბაზისური სუნთქვის უწყვეტი, ხანგრძლივი მონიტორინგი; ბიოენერგეტიკული პროფილირება ელექტრონების გადამტანი ჯაჭვის (ETC) მოდულატორების (ოლიგომიცინი, FCCP, განმაცალკევებლები, როტენონი/ანტიმიცინი A) დახმარებით – ბაზალური სუნთქვის, ატფ-თან დაკავშირებული სუნთქვის, მაქსიმალური სუნთქვის, სარეზერვო სიმძლავრისა და შეუღლების (ჟანგბადის მოხმარებისა და ატფ-ის სინთეზის კავშირის) ეფექტიანობის გასაზომად; ასევე, უჯრედების მიერ სუბსტრატების ათვისების კვლევა.

 

წყარო: The Scientist

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები