ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) უახლესი კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გავრცელებული ტერმინი „ტვინის ლპობა“ (Brain Rot) არა მხოლოდ შარჟი, არამედ რეალური ნეიროკოგნიტური სინდრომია, რომელიც გაზომვად ზიანს აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კოგნიტურ შესაძლებლობებს.
APA-ს სისტემურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა, სახელწოდებით „Feeds, Feelings, and Focus“, პირდაპირი კავშირი დაადგინა ალგორითმზე დაფუძნებული მოკლე ვიდეო კონტენტის (SFV) გადაჭარბებულ მოხმარებასა (როგორიცაა TikTok, Instagram Reels და YouTube Shorts) და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას შორის.
მეცნიერებმა გააანალიზეს 71 კვლევის მონაცემები, რომელშიც სულ 98,299 ადამიანი მონაწილეობდა, და აღმოაჩინეს მკაფიო კორელაცია:
- რაც უფრო მეტ მოკლე ვიდეოს უყურებს ადამიანი, მით უფრო უარსდება მისი კოგნიტური უნარები, განსაკუთრებით ყურადღების კონცენტრაციისა და ინჰიბიტორული კონტროლის (არასასურველი ქცევის ან აზრების შეკავების უნარი) კუთხით.
- აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები ონლაინ სივრცეში საშუალოდ 6.5 საათს ატარებენ დღეში, რაც ამ პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს.
კვლევის თანახმად, მაღალსტიმულირებულ, სწრაფად ცვალებად კონტენტზე განმეორებითი ზემოქმედება ხელს უწყობს ჩვევის დამკვიდრებას (Habituation). ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები ეჩვევიან მაღალ სიჩქარეს და დემგრძნობიარდებიან ნელი, მეტ გონებრივ ძალისხმევას მომთხოვნი ამოცანების მიმართ, როგორიცაა კითხვა, პრობლემის გადაჭრა ან სიღრმისეული სწავლა.
ეს ჩვევა ასტიმულირებს ჯილდოს სისტემას ტვინში, რაც აძლიერებს მოხმარების ციკლს და საბოლოოდ იწვევს:
- სოციალურ იზოლაციას.
- ცხოვრებით ნაკლებ კმაყოფილებას.
- თვითშეფასების შემცირებას.
- გაუარსებულ ძილის რეჟიმს, შფოთვისა და მარტოობის ზრდას.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მოკლე ვიდეოებზე გადაჭარბებულ ზემოქმედებას ხელშესახები გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი. რაც უფრო მეტს ვუყურებთ დაბალი ხარისხის კონტენტს, მით უფრო სუსტდება ჩვენი კონცენტრაციის უნარი, რაც უარყოფითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე.
ექსპერტების აზრით, ეს დასკვნები უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქმნის სამომავლო კვლევებისთვის და საზოგადოებრივი დისკუსიების წარმართვისთვის აღნიშნულ გამოწვევაზე.
წყარო: APA

