back to top

აშშ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის

გააზიარე

აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტმა (HHS) განაცხადა, რომ ორმაგდება ბავშვთა ონკოლოგიის მონაცემთა ინიციატივის (Childhood Cancer Data Initiative, CCDI) დაფინანსება, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) ფარგლებში ფუნქციონირებს. დაფინანსების ზრდა ($50 მილიონიდან $100 მილიონამდე გაიზრდება ბიუჯეტი) მიზნად ისახავს დააჩქაროს უკეთესი დიაგნოსტიკური მეთოდების, თერაპიული სტრატეგიებისა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.

პროექტი, რომელიც ბავშვთა ონკოლოგიის მონაცემთა ინიციატივის (CCDI) სახელითაა ცნობილი, დაარსდა 2019 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. მისი ძირითადი ფუნქციაა ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მონაცემთა შეგროვება, გენერირება და სისტემატური ანალიზი. 

ბიუჯეტის ზრდის შედეგად, ფედერალური მთავრობა უზრუნველყოფს უფრო მყარ და ყოვლისმომცველ მონაცემთა ბაზას ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევითი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, CCDI გეგმავს კერძო სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ალგორითმები და მოდელები, რაც დააჩქარებს პედიატრიული ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპიული საშუალებების აღმოჩენისა და ვალიდაციის პროცესს.

თეთრ სახლში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი ტრამპი, HHS-ის მდივანი რობერტ ფ. კენედი უმცროსი, NIH-ის დირექტორი ჯეი ბჰატაჩარია და NCI-ის დირექტორი ენტონი ლეტაი. შეკრების მთავარი მიზანი იყო ფედერალური მთავრობის ვალდებულების ხაზგასმა პედიატრიული ონკოლოგიური დაავადებების დაძლევის მიმართულებით. ღონისძიება დასრულდა პრეზიდენტის მიერ აღმასრულებელი ბრძანების, “Unlocking Cures for Pediatric Cancer with Artificial Intelligence” ხელმოწერით.

HHS-ის მდივანმა კენედიმ განაცხადა: „ძალიან დიდხანს უწევდათ ოჯახებს ბრძოლა ბავშვთა ონკოლოგიასთან, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი სისტემები ჩამორჩენილი იყო. პრეზიდენტი ტრამპი ამას ცვლის. ჩვენ მოვახდენთ ამერიკული ინოვაციების მობილიზებას ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში, რათა დავაჩქაროთ პედიატრიული კიბოს სამკურნალო მეთოდების შემუშავება.“

NIH-ის დირექტორმა, დოქტორმა ჯეი ბჰატაჩარიამ, დაამატა: „ჩვენი მისიაა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინოვაციური მეთოდი და ტექნოლოგია ბავშვთა ონკოლოგიის წინააღმდეგ ბანრძოლაში. ამ მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ფოკუსირებით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ უახლესი სამეცნიერო მიღწევები გამოყენებული იქნას ამ დაავადებებთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვანი პასუხების მისაღებად, რომლებიც სხვაგვარად მიუწვდომელია.“

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი (HHS) ხელოვნურ ინტელექტს (AI) გამოიყენებს, რათა უკეთ გაანალიზოს ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები (EHR) და სადაზღვევო მოთხოვნები. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კვლევითი მიმართულებების გაძლიერებას. 

პრეზიდენტის “ამერიკის ხელახლა გაჯანსაღების” (MAHA) კომისიის სტრატეგიული ანგარიში ავალებს HHS-ს, ფოკუსირება მოახდინოს იმ კვლევების დაფინანსებაზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ პედიატრიული კიბოს გამომწვევი ფაქტორების გამოსავლენად, ადრეული რისკის იდენტიფიკაციისთვის და პრევენციული ღონისძიებების დანერგვისთვის ბავშვთა და ახალგაზრდა ზრდასრულთა პოპულაციაში. 

წყარო: NIH

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები