“დავიწყე პროფესიული ფელოუშიპი საფრანგეთში, ლიონის ედუარდ ჰერიოტის საუნივერსიტეტო კლინიკაში”

გააზიარე

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დავიწყე პროფესიული ფელოუშიპი საფრანგეთში, ლიონის ედუარდ ჰერიოტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (Hôpital Édouard-Herriot), ევროპის გასტროინტესტინური ენდოსკოპიის საზოგადოების (ESGE) Fellowship Grant 2026-ის ფარგლებში. ერთი თვის განმავლობაში მომეცემა შესაძლებლობა, ვიმუშაო გამოცდილ კოლეგებთან, გავეცნო თანამედროვე ენდოსკოპიურ მიდგომებს, გავიღრმავო ცოდნა და მივიღო ახალი პრაქტიკული გამოცდილება.

ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპი და დიდი შესაძლებლობაა პროფესიული განვითარებისთვის, ახალი ცოდნის შესაძენად და საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად. განსაკუთრებული მადლობა ESGE-ს ამ შესაძლებლობისთვის, მასპინძელ კლინიკასა და ჩემს მენტორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის. წინ საინტერესო და დატვირთული ერთი თვეა!“ — წერს სოციალურ ქსელში ექიმი ნოდარ ვაშაკიძე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები