უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ნულიდან ყველაფრის დაწყებას ჰგავს. მშობლიური ქვეყნის მიღმა აღმოჩენილ ადამიანთა უმეტესობა თავდაპირველად იმ მინიმუმს სჯერდება, რასაც ახალი რეალობა სთავაზობს. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც – ისინი, ვინც უარს ამბობენ კომპრომისებზე და მიზნად მხოლოდ მაქსიმუმს ისახავენ.
სწორედ ასეთია თეა ბრომბერგის ისტორიაც, რომელმაც შეერთებულ შტატებში ემიგრანტის საკმაოდ რთული გზა გაიარა. თეა არ დაკმაყოფილდა მცირედით და დაისახა მიზანი, გამხდარიყო ლიცენზირებული სპეციალისტი ესთეტიკურ მედიცინაში.
ამ მიზნის მიღწევას შვიდწლიანი უწყვეტი, თავდაუზოგავი შრომა და სწავლა დასჭირდა. შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს თეა ამერიკული სალიცენზიო მოთხოვნების სრულად აკმაყოფილებს და მაღალკვალიფიციური პროფესიონალია. სწორედ ეს განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა გახდა მყარი საფუძველი, რომელზეც დღეს უკვე ახალი, საერთაშორისო პროექტი შენდება.

ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ანტურაჟი“ და მისი დამფუძნებელი ბაია კონდრატიევა ნიუ-იორკში თეა ბრომბერგთან კოლაბორაციას გეგმავენ. ეს იქნება საერთო ხედვებზე დაფუძნებული პარტნიორობა.
ქალბატონების, ბაიასა და თეას, მიდგომები თანხვედრაშია: ორივესთვის უმთავრესი პრიორიტეტი პაციენტის უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის პრეპარატების გამოყენება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის შენარჩუნებაა.
ნიუ-იორკის პროექტის მთავარი იდეა თავად სიტყვა „ანტურაჟის“ შინაარსში უნდა ვეძიოთ. ეს არის გარემო პირობების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ადამიანს სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ანიჭებს. კლინიკა ძირითადად გათვლილი იქნება ამერიკაში მცხოვრებ ქართველებზე, რათა მათ თავი საკუთარ სახლში იგრძნონ, თუმცა, რა თქმა უნდა, სივრცე თანაბრად ღია და მეგობრული იქნება ყველა პაციენტისთვის.
ახალი კლინიკის გახსნა ნიუ-იორკში მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. „ანტურაჟისთვის“ ეს კოლაბორაცია წინ გადადგმული ნაბიჯია. ამერიკა ხომ განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს. საერთო ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ეს პარტნიორობა სწორედ ის მყარი ფუნდამენტია, რომელიც გულწრფელ ამბიციას რეალობად გადააქცევს.

