ძუძუს კიბოს სკრინინგში მონაწილეობის დონე საქართველოში კვლავ დაბალია და 17,7%-ს შეადგენს

გააზიარე

პროფესორ თენგიზ ვერულავას ავტორობით ჩატარებული კვლევის თანახმად, ძუძუს კიბოს სკრინინგში მონაწილეობის დონე საქართველოში კვლავ დაბალია და 17,7%-ს შეადგენს.

ნაშრომი  „ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში: მონაწილეობის, პროგრამის ეფექტიანობის მაჩვენებლებისა და კიბოს გამოვლენის რეტროსპექტული შეფასება, 2015–2022 წლები“ (Breast Cancer Screening in Georgia: A Retrospective Evaluation of Participation, Performance Indicators, and Cancer Detection, 2015–2022) გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში –  Journal of Oncological Sciences.

2015–2022 წლების მონაცემების ანალიზის თანახმად, ამ პერიოდში ეროვნული პროგრამის ფარგლებში ეროვნული პროგრამის ფარგლებში 329 780 მამოგრაფიული სკრინინგის ჩანაწერი დარეგისტრირდა. პათოლოგიური ან საეჭვო ცვლილებები კი 17 243 სკრინინგის ჩანაწერში გამოვლინდა, რაც 5,2%-ს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს 1 680 შემთხვევა დადასტურდა, რაც, კვლევის თანახმად, შეესაბამება დაახლოებით 5,1 შემთხვევას ყოველ 1 000 მამოგრაფიული სკრინინგის ჩანაწერზე.

რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას, სკრინინგში მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 50-59 წლის ქალებში (21,5%), ხოლო ყველაზე დაბალი – 40-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში (14,2%).

კვლევის მიზანი იყო საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამის შეფასება სკრინინგში მონაწილეობის, პროგრამის ფუნქციონირების მაჩვენებლებისა და ძუძუს კიბოს გამოვლენის შედეგების ანალიზის საფუძველზე. ნაშრომი ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015–2022 წლების მონაცემებს და მოიცავს 40-70 წლის ქალებისთვის განკუთვნილ სკრინინგის პროგრამას.

პროფესორ თენგიზ ვერულავას კვლევაში გაანალიზებულია დაბალი ჩართულობის გავლენა და აღნიშნულია რეკომენდაციებიც სკრინინგის ორგანიზაციული მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

პროფესორი თენგიზ ვერულავა

კერძოდ, მიუხედავად ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ეროვნული პროგრამის არსებობისა, სკრინინგში მონაწილეობის დონე კვლავ დაბალია, რაც ზღუდავს პროგრამის პოტენციალს, ხელი შეუწყოს დაავადების დროულ გამოვლენასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ავტორი რეკომენდაციას უწევს მოსახლეობის ორგანიზებული მოწვევისა და განმეორებითი შეტყობინების სისტემების განვითარებას, პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტიურ ჩართულობას, რეგიონებში სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და დიაგნოსტიკური პროცესის სისტემური მონიტორინგის დანერგვას.

წყარო: cu.edu.ge

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები