ინვოაციური თერაპია ძუძუს კიბოს სამკურნალოდ

გააზიარე

მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური მიზნობრივი თერაპია ძუძუს კიბოს აგრესიული ფორმებისთვის, რომელიც მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე ზემოქმედებს და ჯანსაღ ქსოვილებს არ აზიანებს. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება იმ პაციენტებს, რომლებსაც ქიმიოთერაპია აღარ შველით. თერაპიამ დაავადების პროგრესირება 50%-ით შეამცირა, ზოგ შემთხვევაში კი სრულად გააჩერა.

ძუძუს კიბოს აგრესიული ფორმა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი დაავადებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი უკვე გადის ქიმიოთერაპიას, მაგრამ სიმსივნე მაინც ვითარდება. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი მკურნალობა ხშირად ვეღარ ამართლებს, რაც ექიმებს არჩევანის შესაძლებლობას უმცირებს, ხოლო პაციენტებს ართმევს განკურნების იმედს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ახალი მიზნობრივი თერაპია, ოლაპარინისა და კარბოპლატინის კომბინაცია. ისინი პირადპირ აფერხებენ მექანიზმებს, რომელბებიც კიბოს უჯრედების ზრდასა და გადარჩენას უწყობს ხელს.

კემბრიჯის უნივერსიტეტისა და სხვა კვლევითი ჯგუფების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა ნამდვილად ეფექტურია, რადგან პრეპარატები ებრძვიან ე.წ. ტრანსკრიპციულ დამოკიდებულებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ბლოკავენ იმ გენებს, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მკურნალობა მიზანმიმართულია მხოლოდ სიმსივნის წინააღმდეგ და ჯანსაღ ქსოვილებზე მინიმალურად მოქმედებს.

რა ხდის ამ მეთოდს გამორჩეულად?

  •       მოქმედებს მხოლოდ კიბოს უჯრედებზე და იცავს ჯანსაღ ქსოვილებს.
  •       ქიმიოთერაპიასთან შედარებით მარტივად ასატანია პაციენტებისთვის.
  •       შესაძლებელია მისი შერწყმა სხვა მკურნალობის მეთოდებთან, რაც პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

კვლევაში 300-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით,  ამ თერაპიით დაავადების პროგრესირება 50 პროცენტით შემცირდა, ზოგ შემთხვევაში კი სიმსივნემ სრულიად შეწყვიტა ზრდა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს რეალური შესაძლებლობა აქვთ  უკეთესი გამოსავალი მიიღონ და ცხოვრება დაავადების გარეშე გააგრძელონ.

 მეცნიერები თვლიან, რომ ეს ინოვაცია მკურნალობის ახალ ეტაპს ხსნის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უკვე ამოწურა ტრადიციული მეთოდები და უკეთესი ალტერნატივის ძიებაშია.

 

ოფიციალური კვლევა იხილეთ ბმულის საშუალებით

Brooks, M. L., et al. (2025). A dual-drug combination therapy targeting transcriptional addiction in treatment-resistant breast cancer. Nature Communications, 16, Article 59151.

University of Cambridge. (2025). New approach to treating aggressive breast cancers shows significant improvement in survival.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები