ექიმი ირაკლი ცხაკაია ამერიკის რევმატოლოგთა კოლეგიის (ACR) კვლევებისა და პუბლიკაციების ქვეკომიტეტის წევრად (Fellow-in-Training) აირჩიეს. ის პოზიციას 2026 წლის ნოემბრიდან, ერთი წლის ვადით დაიკავებს.
ახალი სტატუსით ქართველი ექიმი კოლეგიის კვლევითი და საგამომცემლო ინიციატივების მართვაში მიიღებს მონაწილეობას. ცხაკაიას განცხადებით, ეს პოზიცია მას საშუალებას მისცემს, დარგის წამყვან ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად იმუშაოს და კოლეგიის საქმიანობაში ახალგაზრდა ექიმებისა და მკვლევრების პერსპექტივა შეიტანოს.
ახალ პოზიციაზე დანიშვნისას მან მადლობა გადაუხადა რეესტრებისა და ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტს (Committee on Registries and Health Information Technology) მიღებული შესაძლებლობისთვის.
წყარო: Linkedin

