back to top

ნაიტების ისტორიული საჩუქარი მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად

გააზიარე

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ქველმოქმედება, რომელიც უნივერსიტეტის კვლევით ცენტრს გადაეცა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ბიზნესმენმა ფილ ნაიტმა და მისმა მეუღლემ 2 მილიარდი დოლარი ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტს (OHSU) გადასცეს.

„Nike“-ის დამფუძნებელმა ფილ ნაიტმა და მისმა მეუღლემ, პენი ნაიტმა, ამ ისტორიული ნაბიჯით კიბოს კვლევის და მკურნალობის ახალი ეპოქის დაწყებას ჩაუყარეს საფუძველი.
შეწირული თანხა რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება: დიდი ნაწილი ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება.კერძოდ, სისხლის ტესტების განვითარებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ექიმებს კიბო ყველაზე ადრეულ და შესაბამისად ყველაზე განკურნებად სტადიაზე აღმოაჩინონ.
დაჩქარდება კლინიკური კვლევები და უფრო მეტ პაციენტს მიეცემა cutting-edge თერაპიებზე წვდომა.

თანხის მესამე ნაწილი მკურნალობის მეთოდების გამარტივებაზე დაიხარჯება, რათა მკურნალობა ბევრად უფრო დამზოგველი, პაციენტზე და მის ოჯახზე მორგებული გახდეს.
ნაიტების წყვილი OHSU-ს უნივერსისტეტის დიდი ხნის მხარდამჭერია. 2008 წელს ისინი უნივერსიტეტს 100 მილიონი დოლარით დაეხმარნენ. 2013 წელს კი 500 მილიონი დოლარი შესწირეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ პროექტებს ზუსტ მედიცინასა და კიბოს დიაგნოსტიკაში.

OHSU-ს ონკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბრაიან დრაკერმა, რომელიც ლეიკემიის მკურნალობაში რევოლუციური აღმოჩენებითაა ცნობილი, განაცხადა, რომ ნაიტების ქველმოქმედებამ უკვე დააჩქარა ისეთი გარღვევები, რომლებმაც კიბოს მკურნალობისადმი მიდგომა მთლიანად შეცვალა.

ფილ და პენი ნაიტების ქონება 35.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ისინი განათლებისა და მედიცინის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველები არიან. მორიგი 2 მილიარდიანი დონაციით კი სრულიად ახალ ისტორიას წერენ და მილიონობით ადამიანს განკურნების იმედს ჩუქნიან.

წყარო: nytimes

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები