ორთოპედ-ტრავმატოლოგი მიხეილ ლოლაძე ვარშავაში გამართულ სამედიცინო სამიტზე მომხსენებლად მიიწვიეს

გააზიარე

4-5 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო სამედიცინო სამიტი AWM 2026 გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის მთავარი თემა ოპერაციული არის ინფექციების (SSI) პრევენცია და მკურნალობა იყო, მომხსენებლის სტატუსით ქართველი ორთოპედ-ტრავმატოლოგი მიხეილ ლოლაძე წარდგა.

„Smith+Nephew Academy-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია წარიმართა სლოგანით: „ერთად ქირურგიული ინფექციების წინააღმდეგ“. სამიტმა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ექსპერტები შეკრიბა, რათა თანამედროვე ქირურგიასა და ორთოპედიაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევაზე — პოსტოპერაციული ინფექციების მართვის გზებზე ემსჯელათ.

სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, მიხეილ ლოლაძემ საერთაშორისო კოლეგებს ორთოპედიული ინფექციების მკურნალობის კუთხით საკუთარი კლინიკური გამოცდილება გაუზიარა. მისი მოხსენება კონკრეტულად პროთეზირებული სახსრის (PJI) და მოტეხილობასთან ასოცირებული ინფექციების (FRI) მართვის თანამედროვე მეთოდებსა და სპეციფიკას დაეთმო.

მსგავსი მასშტაბის სამეცნიერო შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებას ცოდნის გაზიარებისა და მკურნალობის განახლებული სტრატეგიების განხილვის პლატფორმას სთავაზობს. ამასთან, ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის პროფესიულ თანამშრომლობასა და კოორდინაციას პირდაპირ აძლიერებს.

მიხეილ ლოლაძის შეფასებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს წარმომადგენლობა და საერთაშორისო დისკუსიაში აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი მოვლენაა. ორთოპედიულ ქირურგიაში ინფექციების მართვის გაუმჯობესება გლობალური ჯანდაცვის პრიორიტეტია, რაშიც უცხოელ კოლეგებთან მუდმივი გამოცდილების გაცვლა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

წყარო: LinkedIn

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები