პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“.

გააზიარე

2026 წლის 29-30 ოქტომბერს თბილისში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — “ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში” (AIMCare 2026) ჩატარდება. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობით, ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

ორდღიანი ღონისძიება სასტუმრო “Hilton Garden Inn”-ში (ჭავჭავაძის გამზ. #64ა) ჩატარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 10 ქვეყნის — საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და იორდანიის — წამყვანი მომხსენებლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები მიიღებენ.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პერსპექტივებს, დარგობრივ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. სამუშაო შეხვედრები სამ მთავარ თემატურ მიმართულებას დაეთმობა:

  • AI სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში;

  • AI სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;

  • AI კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.

კონფერენციაში ჩართვა შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელის სტატუსით. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პანელურ დისკუსიებში და გაუძღვნენ პრაქტიკულ ვორქშოფებს (მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია).

მნიშვნელოვანი ვადები და პირობები:

  • აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 სექტემბერი;

  • შერჩევის შედეგების შეტყობინება: 2026 წლის 5 ოქტომბერი;

  • სრული ნაშრომის წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 9 ნოემბერი (მათთვის, ვისაც სურს ნაშრომის კონფერენციის ოფიციალურ კრებულში გამოქვეყნება).

კონფერენციის აბსტრაქტების კრებული და საბოლოო სამეცნიერო მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების დაცვით — ISSN-ისა და DOI-ის ციფრული იდენტიფიკატორების მინიჭებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:
https://lnkd.in/dQZs53Q5

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები