თბილისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცისტური ფიბროზის მე-13 კონფერენცია გაიმართება

გააზიარე

2026 წლის 5-7 მარტს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცისტური ფიბროზის მე-13 კონფერენცია გაიმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ტარდება სამდღიანი კონგრესი, რომელიც სრულად ეძღვნება ერთი კონკრეტული იშვიათი დაავადების მართვასა და კვლევას.

ღონისძიება ხორციელდება „ცისტური ფიბროზი ევროპას“, „საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციისა“ და „სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით.

კონფერენცია აერთიანებს პაციენტთა ოჯახებს, მკვლევარებს, სხვადასხვა დარგის ექიმებსა და პაციენტთა ადვოკატებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250-ზე მეტი დელეგატი 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ცისტური ფიბროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტთა საჭიროებების წინ წამოწევას.

კონფერენცია აერთიანებს პაციენტთა ოჯახებს, მკვლევარებს, სხვადასხვა დარგის ექიმებსა და პაციენტთა ადვოკატებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250-ზე მეტი დელეგატი 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ცისტური ფიბროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტთა საჭიროებების წინ წამოწევას.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა:

  • ევროპული გამოცდილების გაზიარებას: ევროპელი ექსპერტები ჩაატარებენ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს დაავადების მონიტორინგისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

  • რეგიონულ საჭიროებებს: მომხსენებლები წარადგენენ პრეზენტაციებს საქართველოში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზე.

  • თანამედროვე კვლევებს: ფორუმი საფუძველს ჩაუყრის ჩვენს რეგიონში მკურნალობისა და კვლევის ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცისტური ფიბროზის კონფერენცია თბილისში საკვანძო მოვლენაა რეგიონული სამედიცინო სფეროსთვის. იგი ხელს შეუწყობს მჭიდრო პროფესიული კავშირების დამყარებასა და იმ სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების განვითარებას საქართველოში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები