პროფესორმა ელენე ასანიძემ ათენში, COGI-ს 34-ე მსოფლიო კონგრესზე მოხსენება წარადგინა

გააზიარე

ათენში, მეანობა-გინეკოლოგიასა და უნაყოფობაში არსებული წინააღმდეგობების 34-ე მსოფლიო კონგრესზე (COGI), ქართველმა პროფესორმა ელენე ასანიძემ ორსულობის განმეორებით დანაკარგებსა და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომზე (PCOS) სამეცნიერო მოხსენება წარადგინა. ის პირველი ქართველი პროფესორია, რომელიც ამ საერთაშორისო კონგრესის მოწვეულ მომხსენებელთა და თავმჯდომარეთა გუნდს (Faculty) შეუერთდა.

პროფესორმა ასანიძემ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში ორსულობის შეწყვეტის რისკებსა და გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მოხსენებაში მთავარი აქცენტი გენეტიკური და მეტაბოლური ფაქტორების მნიშვნელობაზე გაკეთდა, რაც თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური და რთული გამოწვევაა.

აღსანიშნავია, რომ COGI-ის კონგრესზე ელენე ასანიძე ამ სტატუსით უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას. სამეცნიერო მოხსენების პარალელურად, იგი კონგრესის სამეცნიერო სესიებსაც ხელმძღვანელობს. გლობალურ სამედიცინო პლატფორმაზე პროფესორი საქართველოსა და რეპროდუქციულ ცენტრ „რეპროარტს“ წარმოადგენს.

საერთაშორისო კონგრესი მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ახალი ცოდნის მიღების, გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმას სთავაზობს. როგორც თავად პროფესორი აღნიშნავს, ათენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, უცხოელ კოლეგებთან სამომავლო ერთობლივი კვლევებისა და სამედიცინო პროექტების განხორციელება უკვე დაიგეგმა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები