აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის IV კურსის რეზიდენტმა, ვაჩე შიოლაშვილმა, წარმატებით ჩააბარა ბაზისური კარდიოლოგიის ევროპული გამოცდა (European Exam in Core Cardiology – EECC) და 2026 წელს, საქართველოდან ერთადერთი ექიმი გახდა, რომელმაც აღნიშნული საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
EECC წარმოადგენს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ევროპის სამედიცინო სპეციალობების კარდიოლოგიური სექციის (UEMS-CS) ერთობლივ ინიციატივას, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კარდიოლოგიური განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს. გამოცდაში ყოველწლიურად მონაწილეობენ კანდიდატები მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ კარდიოლოგიის დამამთავრებელი წლის რეზიდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ ჩაბარებული კარდიოლოგიის ეროვნული სალიცენზიო გამოცდა.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეზიდენტურის პროგრამის მაღალ აკადემიურ ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და იმ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც ახალგაზრდა ექიმებს პროფესიული განვითარების, უწყვეტი განათლებისა და საერთაშორისო აღიარების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.
წყარო: FB

