ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას კემბრიჯის მეცნიერი ემსხვერპლა

გააზიარე

ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარ სარკინიგზო ავარიას 41 წლის მეცნიერი, დოქტორი მარტა შაჰბაზი ემსხვერპლა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის (LMB) კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

შაჰბაზი კონფერენციაზე მიემგზავრებოდა, სადაც განვითარების ბიოლოგიაში სამეცნიერო მიღწევებისთვის ჯილდო უნდა მიეღო. მისი კვლევა ადამიანის ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპებსა და იმ პროცესებს შეისწავლიდა, რომლებმაც შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს.

კემბრიჯის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მას ნიჭიერ და შთამაგონებელ მეცნიერად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ მისი გარდაცვალება კოლეგებისა და სამეცნიერო საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგია. შაჰბაზი ორი შვილის დედა იყო.

ავარია 29 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მატარებლების შეჯახებას სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთში მომხდარის გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები