საქართველოს სამედიცინო ბაზარზე ახალი, ინოვაციური კონცეფციის მქონე „REHEALTH Clinic“ ჩნდება, რომელიც პაციენტებს უცხოელი და ქართველი სპეციალისტების ერთობლივ, მაღალკვალიფიციურ მომსახურებას შესთავაზებს.
კლინიკის მიზანია დაამკვიდროს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც რთული კლინიკური შემთხვევების მართვა გლობალური გამოცდილებისა და ადგილობრივი პროფესიონალიზმის სინთეზით მოხდება.
REHEALTH Clinic – როცა გჭირდება ექსპერტული გამოცდილება და სანდოობა.
უცხოელი ექსპერტებისა და ქართველი ექიმების თანამშრომლობის ერთიანი სივრცე
REHEALTH Clinic–ის კონცეფცია იმ საჭიროებიდან დაიბადა, რომელიც თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მკაფიო და აუცილებელი ხდება. განსაკუთრებით რთულ და კომპლექსურ შემთხვევებში პაციენტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი დიაგნოზი, არამედ ისიც, რომ მისი მდგომარეობა შესაბამისი მიმართულების ექსპერტებმა შეაფასონ და მკურნალობის ტაქტიკა ღრმა პროფესიული ცოდნისა და უახლესი კლინიკური მიდგომების საფუძველზე განისაზღვროს.
REHEALTH Clinic სწორედ ამ საჭიროების პასუხად შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოში ჩამოყალიბდეს სივრცე, სადაც სხვადასხვა მიმართულების უცხოელი ექსპერტი ექიმები რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი და ქართველ ექიმებთან პროფესიული თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ პაციენტის შეფასებასა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მეორე სამედიცინო აზრის დისტანციურად მიღებაც, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრ პაციენტს მხოლოდ ონლაინ კონსულტაცია საკმარისად დამაკმაყოფილებლად არ მიაჩნია. პირისპირ შეხვედრა ექიმთან მათთვის ხშირად უფრო მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი და ემოციურად დამამშვიდებელია, რადგან ასეთ დროს პაციენტს აქვს შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაციის პირობებში დასვას მისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მეტი ნდობით მიიღოს სამედიცინო გადაწყვეტილება.
ამ მოდელის საფუძველში დგას ის რეალობა, რომლის გამოც პაციენტები ხშირად უცხოეთს მიმართავენ – დიაგნოზის სისწორის გადასამოწმებლად, შესაბამისი სპეციალისტისა და ექსპერტის მოსაძიებლად, მეორე სამედიცინო აზრის მოსასმენად და მკურნალობის ტაქტიკის შესახებ უფრო გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად.
REHEALTH Clinic არ არის მხოლოდ კონსულტაციის ადგილი. ეს არის გარემო, სადაც უცხოელი ექსპერტი ექიმებისა და ქართველი ექიმების პროფესიული თანამშრომლობა რეალურ პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. აქ ცენტრში დგას პაციენტის ინტერესი, ხოლო სამედიცინო გადაწყვეტილებები ეფუძნება ცოდნას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას.
ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მთლიანად სამედიცინო სფეროსთვისაც. როდესაც ქვეყანაში იქმნება საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის სივრცე, ეს ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას და ადგილობრივი სამედიცინო გარემოს განვითარებას. საბოლოოდ, ეს პროცესი სარგებელს აძლევს როგორც ინდივიდუალურ პაციენტს, ისე მთლიანად ჯანდაცვის სისტემას.
REHEALTH – როცა გჭირდება საუკეთესო.

