ხელოვნური ინტელექტი რადიკალურად ცვლის ინტერნეტ სივრცეს, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. 2025 წელს ეს ტრანსფორმაცია უკვე ყოვლისმომცველია.
AI-ის დახმარებით, ინტერნეტი უფრო მეტად პერსონალიზებული და ინტერაქციული ხდება. ახალი კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს თან ახლავს სერიოზული გამოწვევებიც, რომლებიც განსაკუთრებით მოზარდებზე აისახება უარყოფითად
ავსტრალიური რადიოსადგურის, Triple J-ის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა სერიოზულ მენტალურ პრობლემებს აწყდება AI ჩატბოტებთან ურთიერთობის გამო. რადიოსადგურის მიერ გამოკითხული ფსიქოლოგები აღწერენ შემთხვევებს, როდესაც მოზარდებს ჩატბოტებთან ძლიერი მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდათ, რამაც ზოგიერთ სიტუაციაში ჰოსპიტალიზაციაც კი გამოიწვია.
ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა გამოკითხული ფსიქოლოგები მსგავს ფაქტებზეც საუბრობენ: ისინი აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტების გამოყენება მენტალური ჯანმრთელობისთვის ზოგჯერ ძალიან საზინოა.
ერთ-ერთი ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მისმა 13 წლის პაციენტმა, რომელიც მარტოობას ებრძოდა, 50-ზე მეტი სხვადასხვა AI ჩატბოტი გამოიყენა რეალური მეგობრობის ჩასანაცვლებლად. მიუხედავად იმისა, რომ ინტერაქციათა უმეტესობა პოზიტიური იყო, ნაწილი უარყოფითი აღმოჩნდა — ზოგიერთი ჩატბოტი, გავრცელებული ინფორმაციით, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა ბავშვის მიმართ.
ასევე, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი 14 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დიდ დროს ატარებდა ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტთან, რომელიც პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს განასახიერებდა.
მოზარდს ამ ციფრულ პერსონაჟთან იმდენად ძლიერი კავშირი ჩამოუყალიბდა. მისი და ჩატბოტის მიმოწერა აჩვენებს, თუ როგორ მოუწოდებდა ხელოვნური ინტელექტი მოზარდს გარკვეული ქმედებებისკენ, რაც თვითმკვლელობისკენ მოწადებად იქნა აღქმული, რადგან სწორედ ამის შემდეგ დაასრულა მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით.
მოკვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა შეიძლება განსაკუთრებით საშიში იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ისედაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები.
მაგალითად, ერთ-ერთმა მოზარდმა აღნიშნა, რომ ფსიქოზის დაწყების პერიოდში ChatGPT მის დესტრუქციულ აზრებს აძლიერებდა. ეს მაგალითები ხაზს უსვამს იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ხელოვნურ ინტელექტთან უკონტროლო ურთიერთობას, განსაკუთრებით კი მოზარდებში, რომლებიც უფრო მოწყვლადნი არიან.
გამოკითხული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა მოზარდებს მარტოობის გრძნობის დაძლევაში დაეხმაროს, თუმცა ამ ტექნოლოგიის გამოყენებას უდიდესი რისკებიც ახლავს. მათი თქმით, AI ჩატბოტების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისთვის, რადგან მათზე ზედამხედველობა თითქმის შეუძლებელია.
სპეციალისტები მკაფიოდ აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობამ არ უნდა ჩაანაცვლოს: მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალური მხარდაჭერა, რეალური სოციალური კავშირები.
წყარო: ABC

