კაროლინსკის ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში კარლ დისეროთს, პიტერ ჰეგემანსა და გეორგ ნაგელს გაუნაწილდათ.
მკვლევრებმა მსოფლიოს მთავარი სამეცნიერო ჯილდო სინათლით მართვადი იონური არხებისა და ოპტოგენეტიკის მიმართულებით გაკეთებული აღმოჩენებისთვის მოიპოვეს.
მარტივად რომ ვთქვათ, ოპტოგენეტიკა არის ტექნოლოგია, რომელიც სინათლის გამოყენებით ტვინის კონკრეტული უჯრედების — ნეირონების უზუსტესი მართვის (ჩართვისა და გამორთვის) საშუალებას იძლევა. ამ ინოვაციამ ნეირომეცნიერებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მეცნიერებს ტვინის ურთულესი მექანიზმებისა თუ დაავადებების შესწავლის უპრეცედენტო შესაძლებლობა მისცა.
წყარო: Nobel Prize

