65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
რემა ღვამიჩავამ 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. წლების განმავლობაში ის მოღვაწეობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1994 წლიდან თსსუ-ის ონკოლოგიის კათედრაზე განაგრძო აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა.
რემა ღვამიჩავა მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან საკანდიდატო დისერტაცია კოლორექტალური კიბოს ქირურგიული მკურნალობის საკითხებზე 1998 წელს დაიცვა.
ოჯახის ცნობით, პანაშვიდი გაიმართება 2 და 3 აგვისტოს (მისამართზე: მერაბ ალექსიძის N3), ხოლო დაკრძალვის ცერემონია 4 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძრიდან ჩატარდება.

