ცნობილი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი რომან შაქარიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედსკრიპტუმი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს ცნობილი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – პროფესორ რომან შაქარიშვილის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და პროფესიული მოღვაწეობა ქართული მედიცინის განვითარებას, სამეცნიერო წინსვლასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურებოდა. პროფესორ რომან შაქარიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

