როგორ გავუმკლავდეთ სადღესასწაულო სტრესს?

გააზიარე

დეკემბერი ბევრისთვის სიხარულთან ასოცირდება, თუმცა რეალობა ხშირად სხვაგვარია. სტატისტიკის თანახმად, მაგალითად, კანადელების დაახლოებით 50% წლის ამ მონაკვეთს ყველაზე სტრესულ პერიოდად მიიჩნევს. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები იმყოფებიან. ისინი 40%-ით უფრო ხშირად განიცდიან სტრესს საოჯახო სამზადისის გამო, რაც პირდაპირ აისახება მათ ძილის ხარისხსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

სადღესასწაულო სტრესს ემატება ეკონომიკური ფაქტორები. ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც დაგვეხმარება სადღესასწაულო სტრესთან ბრძოლაში.

  1. ემოციების რეგულირება და “რეფრეიმინგი”

სადღესასწაულო პერიოდში ემოციები პიკს აღწევს. სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ კოგნიტური რეფრეიმინგი ანუ სიტუაციის ალტერნატიული, ნაკლებად ნეგატიური პერსპექტივიდან დანახვის მეთოდი. ის გვეხმარება შფოთვის მართვასა და ემოციური მდგრადობის შენარჩუნებაში.

  1. აქციეთ ძილი პრიორიტეტად

დატვირთული გრაფიკის გამო უამრავი ადამიანი სათანდოდ გამოძინებას ვერ ახერხებს, რაც დიდი შეცდომაა. ხარისხიანი ძილი ეფექტურად აქვეითებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს. მარტივი მეთოდი, როგორიცაა, მაგალითად, ძილის წინ „შესასრულებელი საქმეების სიის“ შედგენა, დაგეხმარებათ ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლებასა და ჩაძინების პროცესის დაჩქარებაში.

  1. ფიზიკური აქტივობა და კვება

მაშინაც კი, თუ სრული დატვრითვით ვარჯიშისთვის დრო არ გრჩებათ, დღეში ორჯერ 10-წუთიანი აქტივობა საკმარისია სეროტონინისა და დოფამინის გამოსამუშავებლად. ასევე, დღესასწაულებზე საკვების სიმრავლეა. ეცადეთ მიირთვათ გაცნობიერებულად, ზედმეტი თვითკრიტიკის გარეშე, რაც დაგეხმარებათ კვებასთან დაკავშირებული სტრესის შემცირებაში.

  1. პერსონალური სივრცე და სოციალიზაცია

სტატისტიკურად, დასაქმებული დედების ნახევარი ემოციურ გადაწვას განიცდის. საკუთარი თავისთვის გამოყოფილი მცირე დრო (15 წუთი) ეფექტური საშუალებაა „ემოციური ბატარეების“ დასამუხტად. თუმცა, შინაგანი წონასწორობისთვის სოციალური კონტაქტებიც აუცილებელია. რთული ოჯახური ურთიერთობების შემთხვევაში, რეკომენდებულია ხანმოკლე კომუნიკაცია, ხოლო სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად უცნობებთან ხანმოკლე ინტერაქციაც კი დადებითად აისახება თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე.

  1. იყავით მოქნილები

ტრადიციები მნიშვნელოვანია, თუმცა ზედმეტი მოლოდინები ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. მოქნილი აზროვნება და ახალი, არსებულ რეალობაზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში.

სადღესასწაულო სტრესი ბუნებრივია, თუმცა სწორი სტრატეგიებით შესაძლებელია ამ პერიოდის მშვიდად და ჯანსაღად გატარება.

წყარო: APA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები