მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მრავალწლიანი კვლევა დაასრულა, რომელმაც აგვიხსნა, თუ რატომ იწვევდა Oxford/AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინები ზოგიერთ პაციენტში იშვიათ გვერდით მოვლენას – სისხლის შეადედებას (თრომბოზს). ეს აღმოჩენა ვაქცინების მწარმოებლებს მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო პრეპარატების შექმნაში დაეხმარება.
აღნიშნული ვაქცინები იყენებენ ე.წ. „ადენოვირუსულ ვექტორს“ – უვნებელ ვირუსს, რომელსაც ორგანიზმში საჭირო ინფორმაცია გადააქვს. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა ამ უვნებელ ვირუსს ორგანიზმში არსებულ ბუნებრივ ცილაში (PF4) ვერ არჩევს. შედეგად, ორგანიზმი იწყებს საკუთარი ცილის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც სისხლის თრომბოციტების მკვეთრ ვარდნასა და თრომბების წარმოქმნას იწვევს.
მეცნიერებმა ვირუსის იმ ნაწილს ზუსტად მიაგნეს, რომელიც ამ ე.წ ხარვეზს წარმოშობს. მათი თქმით, მომავალ ვაქცინებში კონკრეტული ცილის მოდიფიცირება ან ამოღება სრულად გამორიცხავს ამ იშვიათ, მაგრამ საშიშ გვერდით მოვლენას.
როგორც აღმოჩნდა, ადენოვირუსული ტექნოლოგია, რომელიც ძალიან ეფექტურია სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, კვლავ უსაფრთხოდ იქნება გამოყენებული.
მეცნიერებმა ცალსახად დაამტკიცეს, რომ იშვიათი რეაქცია არა ვაქცინის რომელიმე დანამატმა, არამედ თავად ვირუსულმა გადამტანმა გამოიწვია. ექსპერტების შეფასებით, ეს შემთხვევა მეცნიერებისა და მარეგულირებელი ორგანოების ეფექტური მუშაობის ნათელი მაგალითია.
წყარო: IFLSCIENCE

