ჩატზე დაფუძნებული მხარდაჭერა: მოზარდებში სუიციდის პრევენციის ახალი და ეფექტური გზა

გააზიარე

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოკლევადიანი, ვირტუალური ინტერვენციები მოზარდებში სუიციდური აზრების შემცირებისა და პრევენციისთვის განსაკუთრებით ეფექტურია. კვლევა, რომელიც ჟურნალ Behavior Therapy-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს, რომ ციფრული ფორმატი თინეიჯერებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ტრადიციული, პირისპირ შეხვედრები.

მიუხედავად იმისა, რომ სუიციდი მოზარდებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, დღესდღეისობით მოწყლადი თინეიჯერების დიდი ნაწილი  დროულ ფსიქოლოგიურ დახმარებას არ ან უბრალოდ ვერ იღებს. ძირითად ბარიერებად სახელდება:

  • სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო;
  • შეზღუდული წვდომა სერვისებზე;
  • შიში, რომ დახმარების ძიება ავტომატურად გამოიწვევს მშობლების ან მეურვეების ჩართულობას.

კვლევაში  14-დან 18 წლამდე ასაკის 51 მოზარდი მონაწილეობდა, რომლებსაც ბოლო პერიოდში სუიციდური აზრები აწუხებდათ. ისინი შემთხვევითობის პრინციპით სამ ჯგუფად დაყვეს:

  1. კრიზისული რეაგირების დაგეგმვა (CRP) ჩატის მეშვეობით;
  2. CRP პირისპირ შეხვედრისას;
  3. ვირტუალური, დამოუკიდებელი უსაფრთხოების დაგეგმვა (საკონტროლო ჯგუფი).

შედეგებმა აჩვენა, რომ, ფორმატის მიუხედავად, ინტერვენციიდან ორი კვირის შემდეგ, მონაწილეთა თითქმის 40%-ს სუიციდური აზრები აღარ აღენიშნებოდა. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოზარდები ყველაზე მეტად კმაყოფილები ჩატზე დაფუძნებული ვერსიით დარჩნენ. მათთვის ეს ფორმატი უფრო მარტივი გამოსაყენებელი აღმოჩნდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, საშუალო სკოლის მოსწავლეების თითქმის 10%-ს აქვს სუიციდის მცდელობა, ხოლო 22%-ს ამაზე უფიქრია. 

წყარო: sciencedirect

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები